“მთელს საქართველოს დააჯერეთ ცოცხალი ადამიანის გარდაცვალება, არ გრცხვენიათ?…” – ნახეთ რას ამბობს ოჯახის ახლობელი

0

ქვიშხეთში ავტოავარიისას მამა და სამი შვილი დაიღუპა. მალევე ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაც გარდაიცვალა – რაც სიმართლეს არ შეესაბამება – დედა ცოცხალია, საავადმყოფოში იმყოფება. მისი მდგომარეობა ამჯერადაც მძიმეა.
ოჯახის ახლობელმა გაავრცელა მიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ტრაგედიის მომენტის გამოქვეყნება არაეთიკურია, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაშიც კი.” /საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპი 10/
არაადამიანურობა კარგ რეიტინგს დებს?! სიცრუის განზრახ ტირაჟირება სახელფასო დანამატისთვის არ გაშინებთ ?!
ქვეყნის წამყვანმა ტელევიზიებმა გვაყურებინეთ როგორ საცოდავად დალიეს სული ჩვენმა ბავშვებმა.
ემიგრაციაში მყოფმა დედამ საინფორმაციოში ნახა კადრები, სადაც მისი ერთადერთი შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ამოიცნო სახეც კი არ ჰქონდა დაფარული ..
ჰო, ასე შეიტყო ორივე ბებიამ რომ სამი სანუკვარის გულისცემა გაჩერდა..
მერე მთელს საქართველო დააჯერეთ ცოცხალი ადამიანის გარდაცვალება.
ყოველ ახალ თქვენ მიერ გავრცელებულ ცრუ ნიუსზე შიშით ვრეკავდით საავადმყოფოში გადასამოწმებლად.

loading...

როგორ არ გრცხვენიათ, როგორ არ გეშინიათ…

(ბიჭების კლასელებმა, უამრავმა არასრულწლოვანმა ნახა შემზარავი კადრები … კადრები, რომელიც მთელს საქართველოს კოშმარად ექცა..

როდის უნდა დასრულდეს თქვენი ეს უსინდისობა და არაპროფესიონალიზმი? კანონი როდის იკანონებს ამ ქვეყანაში, ნუთუ არ შეიძლება ამ სიგიჟის შეჩერება ?!”

loading...
Share.