“მივუახლოვდი და ტიროდა, საბანი დაიფარა და ისეთი რამ მითხრა გავგიჟდი…” – გოგიჩას შესახებ ეს არავინ იცოდა, ნათია ბანძელაძე სულის შემძვრელ პოსტს აქვეყნებს

0

4 ივლისს, ქართველი მსახიობის, შოუმენის და ტელეწამყვანის გიორგი (გოგიჩა) გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მსახიობის მეუღლე, ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:

loading...

არცერთ ათვლას არ ვცნობ! არსებობს მხოლოდ მე და შენი 31 წლიანი ზღაპარი… როცა სახლში ვიყავი ჩვენი დილა მულტფილმებით იწყებოდა და პატარა ბავშვივით უხაროდა როცა მეც იგივე ინტერესით ვუყურებდი, ყველა ზეპირად იცოდა.

ისე ჩვენს ბავშვობაში შუშანიკის და ვეფხისტყაოსნის გმირებს რომ ვარჩევდით ასე იცნობდა ყველა გმირის ფსიქოტიპს და ყურების პარალელურად გიყვებოდა ისტორიებს მათ შესახებ,

მისი სამყარო იყო…
ერთად მხოლოდ იმ ნახატ ფილმებს არ ვუყურებდით, რომელიც ცოტა “მძიმე” სიუჟეტს შეიცავდა, უცებ მეტყოდა ამას მერე მე მარტო რომ ვიქნები შევინახავ და ვუყურებო.

პატარა ბავშვივით მწყინდა ხოლმე სანამ , ერთხელ თავად არ აღმოვაჩინე მთავარი მიზეზი… ადრე გაღვიძებული როცა ასეთ ემოციურ მომენტს უყურებდა ჩუმად ტიროდა, როცა უცებ თავზე დავახტი აჟიტირებული “ააა, ტირიხარ მულტფილმზე-თქოოოო” საბანი წაიფარა და ჩუმად ამომძახა “აი, რანაირი გოგო ხარ რა ამიტომაც ვუყურებ ჩემთვის ჩუმად სულ მეტირება და მრცხვენიაოოო”…

ასე იცნობდა ყველა მწერს, თევზსა და ცხოველს რომლის შესახებაც გადაღებული დოკუმენტური ფილმები ქონდა გახმოვანებული, შეეძლო მეგობრებივით ესაუბრა მათზე, ისეთი სიყვარულით ყვებოდა, დაგაჯერებდა რომ, ყველა მათგანი შენი ახლობელი იყო.

ეს იყო მასში მთავარი, ყველაფერში იმაზე უკეთეს ხედავდა ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო, ყველაფერს ახალ სიცოცხლეს აძლევდა ისეთს, როგორიც იყო.

ახლაც თავისით ალაგებს აქაც და იქაც, მასთან კავშირში არსებულ ტრაგიზმსაც სითბოთი ავსებს, მის გარშემო მხოლოდ სიყვარულია და ასეც მინდა იყოს. მასთან კავშირი არა ცრემლი არამედ ბედნიერი ღიმილი და საუკეთესო ემოციები უნდა იყოს…

ამიტომაც მის მისამართსაც ის ვერაგი სახელი წავართვით, და “გოგიჩას სკვერი” დავარქვით, საკონტაქტოდ სკვერის პატარა ნაწილი შევარჩიეთ, რომელზეც მოკითხვებს ვუტოვებთ, მერე ქარით წაშლილს რომ გვახვედრებს ახალი წარწერების დასატოვებლად… ესეიგი მოწონს და უხარია ახლად გამოგონილი ჩვენი თამაში.

მაგრამ რა ვქნა, რომ ყოველდღე სიყვარულთან ერთად შიში მაინც იზრდება… მაინც მარტო ვარ, მიუხედავად იმისა რომ ჩემთან ხარ …როგორ მიყვარხარ…” – წერს ნათია ბანძელაძე.

loading...
Share.