“მინდა რომ ახალი ბარბარე დაგანახოთ, სულ მალე კიდევ 30 კილო მექნება დაკლებული..” – ნახეთ ბარბარე სამხარაძემ წონაში ძალიან დაიკლო როგორ გამოიყურება მომღერალი ახლა (ფოტოები)

0

ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა ცხოვრების ჯანსაღი წესითა და დიეტით საოცარ შედეგს მიაღწია. პროექტ „ნიჭიერის“ გამარჯვებულმა ბარბარე სამხარაძემ 15 კილოგრამი დაიკლო და მალე 30 კილოგრამის დაკლებას აპირებს.მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან“ ყვება, მოდელმა ლიკა ქორქიამ გააცნო დიეტოლოგი ლიკა ჩახვაშვილი, რომელმაც ჰკითხა, უნდოდა თუ არა ზედმეტი კილოგრამების დაკლება, რაზეც ადრე უარს ამბობდა, ახლა კი მიხვდა, რომ ახალი ცხოვრებისთვის მზადაა.

„მინდა, ახალი ბარბარა უთქმელად დაინახონ და თქვან: ვა, რა მაგარია! ჯერ 15 კილო მაქვს დაკლებული, შემოდგომაზე უკვე 30 კილო მექნება და მერე ვნახოთ. ასე რომ, სულ მალე ერთ-ნახევარ ადამიანს ჩამოვიცილებ ჩემი სხეულიდან. არაერთხელ დამიწყია დიეტა, დამიწერია სოციალურ ქსელში: არიქა, დიეტა დავიწყე-მეთქი და მეორე დღეს დამირღვევია. ახლა კი ვთქვი: არ ვილაპარაკებ და პირდაპირ შედეგს დავდებ!“ – აცხადებს მომღერალი.

როგორ გამოიყურება ყველასათვის საყვარელი მომღერალი ახლა? დაათვალიერეთ ფოტოები.


წყარო:daqali.club

Share.