”მკვლელი ოჯახის წევრია…” – გურჯაანში 3 თვის ჩვილი მოკლეს, ბავშვის დედა კი დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში

0

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 3 თვის ჩვილი და დაჭრილია ბავშვის დედა.
მკვლელობის ფაქტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული ჩვილის მამამ ჩაიდინა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მაკაცი ოჯახთან ერთად, ვეჯინში საჩხერედან ჩამოვიდა და ცოლის დასთან სტუმრად იმყოფებოდა.

loading...

ერთ- ერთი ვერსიით, კაცს ცოლთან დაპირისპირება მოყვიდა, რა დროსაც მან ბავშვი მოკლა, ცოლი კი დაჭრა. ქალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: ambavi.cc

loading...
Share.