”მუცელი მომეშალა, ბავშვი დავკარგე, მაგრამ…” – ნახეთ ნინო ჩხეიძემ დიდი საიმდულო გაამხილა, ის რაც მომღერალზე არავინ არაფერი იცოდა

0

ნინო ჩხეიძე და მისი ოჯახი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი და ქმრის ურთიერთობა განსაკუთრებით 2013 წლის მერე აინტერესებთ, როდესაც წყვილი ერთმანეთს დროებით დაშორდა.
ცნობილი მომღერალი ნინო ჩხეიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც პირველი ორსულობა მუცლის მოშლით დამთავრდა. როგორც მომღერალი ამბობს, ეს ძალიან დიდი სტრესი იყო, შოკში იყო, მაგრამ მეუღლე გვერდში მაქსიმალურად დაუდგა.

„მაგრძნობინებდა, რომ მთავარი ჩემი ჯანმრთელობა იყო. საზოგადოებიდან ბევრმა არ დამინდო. დაიწყო საუბარი, რომ პირველი მუცელი რომ მომეშალა, შეიძლებოდა, საერთოდ ვეღარ დავფეხმძიმებულიყავი. ეს იმდენად მტკივნეული თემა იყო, ჩემს ოჯახთანაც კი არ მისაუბრია. როგორღაც გავიარეთ, ვცდილობდი, არ შემემჩნია, რაც მოხდა და გულში ვფიქრობდი, რომ კიდევ მექნებოდა შანსი, დედა გავმხდარიყავი. მაგრამ დაიწყო: უი, მუცელი მოგეშალა? ვაიმე, არ მინდა გითხრა, მაგრამ აი, ჩემს ახლობელს მოეშალა პირველი და მერე აღარ გაუჩნდა ბავშვი“, – გაიხსენა ჩხეიძემ.

მისი თქმით, დაეწყო პანიკები, ოჯახიც დაძაბული იყო, ამ დროს გარშემო მყოფები აგრძელებდნენ სხვისი მძიმე გამოცდილებების გაზიარებას და შიში გაუჩნდა, რომ შესაძლოა, მართლა ვეღარ გავმხდარიყო დედა. რამდენიმე თვის შემდეგ, თურქეთში წავიდა დასასვენებლად და წმინდა მარიამის საფლავზე მოხვდა.
წყარო: ambavi.club

Share.