ნახეთ რა გამოუგზავნა შვილს უკანასკნელად, იტალიაში გარდაცვლილმა ქართველმა ემიგრანტმა

0

იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის, 38 წლის თამარ დარჩიას შესახებ პრაიმტაიმისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

თამარ დარჩია წარმოშობით გურულია. ის თბილისში ცხოვრობდა მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად. ემიგრანმტა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შვილს დაბადების დღის საჩუქარი გამოუგზავნა.

„არაფერი არ აწუხებდა, არაჩვეულებრივი ოჯახი დარჩა. სამწუხარო ამბავი ოჯახმა უკვე შეიტყო. ყავს პატარა ბიჭი, რომელსაც მგონი შაბათს დაბადების დღე აქვს. შვილს საჩუქარად – ფეხსაცმელი და მეუღლეს – ქურთუკი გაუგზავნა. ძალიან უხაროდა, რომ შვილი საჩუქარს დაბადების დღემდე მიიღებდა. იტალიიდან გაგზავნილი დაბადების დღის საჩუქრები დღეს მიუვა ოჯახს“, – ამბობს გარდაცვლილი ემიგრანტის მეგობარი შორენა ანანიძე.

შეგახსენებთ, რომ ბარში ქართველი ემიგრანტი მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

Share.