ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა – ნახეთ რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი

0

49 წლის ასაკში, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ნოდარ ხადური მოულოდნელად გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.

ნოდარ ხადური 2016 წლის 1-ლი დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო.

2012-2016 წლებში ის საქართველოს ფინანსთა მინისტრი გახლდათ.

იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში.

წყარო: პრაიმტაიმი

Share.