“პაატა იმნაძისგან გავიგე იტალია განმეორდებაო, იტალიაო გესმით?… რა დაგემართათ თქვენ კიდე რა!” – არქიმანდრიტი იოანეს განცხადება

0

რომის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:
“ბატონმა პაატა იმნაძემ ახსენა, თუ არ მოვეგებით გონს შეიძლება იტალია განმეორდესო! მეორე თვეა რასაც ჩემი თვალით ვუყურებ, ვხედავ, გამიგონია, მიყვებიან და ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს დავირუსებულ ადამიანებთან, აი, ტანში გამცრა რომ წარმოვიდგინე ეს სურათი ჩემს ქვეყანაში, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ან მეგობარია, ან ნაცნობი, მეზობელი თუ ნათესავი! ჩემი პატარა ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს, უბრალოდ

loading...

ვერ გაუძლებს! არადა, ეს ორი თვე, ზუსტად მაგას ვევედრები უფალს ყოველ დღე, რომ რაც აქ ხდება, ეს არ დაუშვა ჩვენს საქართველოში, რადგან ყველას გაგვაუბედურებს პირდაპირ თუ ირიბად! და გულის კუნჭულში როგორ მიხაროდა, რომ ჩვენები უმკლავდებიან და ეს იქ არ განმეორდება! და უცებ დღეს მესმის მთავარი

ინფექციონისტისგან, რომ შეიძლება იტალია განმეორდესო, იტალიაოო. ვახ, ამის მერე რა დამაძინებს მშვიდად! რა გჭირთ, თქვე დალოცვილებო, რა!”.

loading...
Share.