“პატარა ანიტას უცნობმა წერილი მისწერა, თვალებსაც არ ვუჯერებ, ახლაც ვზივარ და ცხარე ცრემლით ვტირი”

0

ანიტა, შენ ის გოგონა ხარ, ვინც ამდენი ხნის მერე პირველად ამაღებინა ხელში “ლოცვანი” (მადლობა ამისთვის), შენ ის გოგონა ხარ, ამდენი წლის მერე ხელახლა რომ დამაწყებინა საკუთარი ლოცვების გამოგონება და ჩუმად ბუტბუტი, შენ ის გოგონა ხარ, ვისი თვალებიდანაც ჩემი ერთადერთი შვილი მიყურებს… შენ ის გოგონა ხარ, ვის გულსაც მილიონობით ადამიანი ვდარაჯობთ… შენ უზარმაზარი სიყვარული, ერთობა და ძალა ხარ!
შენ აუცილებლად შენი ფეხით ჩამოხვალ საქართველოში სრულიად ჯანმრთელი და მე აუცილებლად მოვალ შენთან, რომ ჩაგეხუტო და იმ გულის ფეთქვა ვიგრძნო, რომელმაც ბოლო 30 დღეა საქართველოს მისუსტებულ გულს სულ ბაგაბუგი დააწყებინა
უფლის რჩეული ხარ, ჩემო საოცარო გოგო და გვაპატიე, რომ ამდენი ტკივილის გადატანა გიწევს ჩვენს გამოსაფხიზლებლად…
მიყვარხარ და გეფერები შენს სასწაულად გრაციოზულ მიმიკებში და მანიკურებიან-გაპრანჭულა თითებში
მთელი მსოფლიოს კანონები და მედიცინა ვერ შეეწინააღმდეგება იმ ძალას, რომელიც შენ ამდენი ადამიანის სიყვარულისა და ლოცვისგან გიმაგრებს ზურგს :*
ვისაც ოდნავ მაინც ეშინია, დარწმუნებით ვეტყვი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და სხვა აზრი უბრალოდ არც განიხილება
მიყვარხარ

loading...

წყარო: ambicia.ge

loading...
Share.