სასწრაფოდ სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის – ავტობუსის, მეტროს მოძრაობა, რამდენიმე დღეში აღდგება

0

ყველაზე აქტუალურ კითხვაზე – როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა? „პრაიმტაიმი“ შეეცადა ინფორმაციის მოძიებას.
ჩვენი ინფორმაციით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საორიენტაციო პერიოდად ერთი კვირა აიღო.
ამ ხნის განმავლობაში ეპიდვითარებას დააკვირდებიან. თუ პანდემიის შემთხვევებმა არ მოიმატეს, მაშინ – ერთი კვირის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭო ტრანსპორტის ამოქმედების ბრძანებას გასცემს.

loading...

მკაცრად გაიწერება გადაადგილებისას, მგზავრთა უსაფრთხოების ზომები. რის შემდეგაც, თბილისის მერია სატრანსპორტო კომპანიებს მუშაობის უფლებას მისცემს. „პრაიმტაიმი“ თბილისის მერიას დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას და ტრანსპორტი ჩვეულ რიტმში ამოქმედდება. „მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, მეორე დღესვე სატრანსპორტო საშუალებები ქუჩებში გამოჩნდება. ამ ეტაპზე, იმედი გვაქვს, რომ ეს მალე მოხდება.“ – აცხადებენ მერიაში.

თავის მხრივ, სატრანსპორტო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მზადაა, ბრძანების გაცემისთანავე, მგზავრებს მოემსახუროს.

„ჩვენი კომპანია ელოდება მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას, რათა ხაზზე მიკროავტობუსები გავიდეს.

მზად ვართ, უსაფრთხოების ყველა დადგენილი წესის დაცვით ვიმუშაოთ“ – განმარტავენ კომპანიაში.

loading...
Share.