რამდენ ხანს გაგრძელდება წვიმა საქართველოში?

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რამდენიმე დღე კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
დღეს წვიმა იქნება ყველგან. ტემპერატურა დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც +8+13 გრადუსს მიაღწევს. დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარემ შეიძლება დრო გამოშვებით 20-25 მ/წმ-ს მიაღწიოს. თბილისშიც წვიმა შენარჩუნდება და დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა +11+13 გრადუსი იქნება.
ხვალ დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გამოიდრებს. ტემპერატურა 9-14 გრადუსია დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთში კი +11+16 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში კი მცირე

ხანმოკლე წვიმა იქნება და ტემპერატურა +14+15 გრადუსს მიაღწევს.
19 აპრილიდან ქარი შესუსტდება, 24 აპრილიდან კი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს.

Share.