რა მოხდა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში? რატომ ატირდა ნანუკა და გადაცემის სტუმარი- უპრეცედენტო შემთხვევა რამაც მთელი სააქართველო აღაფრთოვანა!!

0

გუშინ, პირდაპირი ტელეეთერის დროს, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის ოჯახს თბილისში ბინა აჩუქეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთმა ქალბატონმა ოჯახს პირადი ბინა გადასცა. ქალბატონმა ანონიმურად ითხოვა დარჩენა.
„გუშინ, დარეკა ქალმა ჩვენს გადაცემაში, პროდიუსერის ნომერზე. ზურამ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ქალბატონს მიაძახა, რომ პირდაპირ ეთერზე იყო და ჯერ ვერ გაესაუბრებოდა.
ქალმა მეორედ გადმორეკა და ზურას უთხრა, რომ დედით ობოლი 5 შვილის მამისთვის ბინა უნდოდა ეჩუქებინა. არ თქვათ ჩემი ვინაობაო და ისევ ამ პირდაპირი ეთერის საგიჟეთის გამო, გვეგონა კომპანია არ უნდა დაგვესახელებინა.

loading...

ეთერის დასრულების შემდეგ გადავურეკე უცნობ ქალბატონს მადლობის სათქმელად და გაირკვა რომ არავითარი კომპანია, მისი, პირადი ბინა გააჩუქა.

აღარაფერს ვამბობ შეგროვებულ თანხებზე და ყოველ ასეთ ჯერზე ვრწმუნდები, რომ სანამ ერთმანეთი გვყავს, არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. კომენტარებში მთელი საქართველო ლოცავს“, – წერს გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

34 წლის ცირა ალიხანაშვილი მეუღლესთან ერთად ესპანეთში 2 მარტს, სიმსივნეზე სამკურნალოდ გაემგზავრა. 16 მარტს ცირა კორონავირუსით დაინფიცირდა, ონკოლოგიურმა დაავადებამ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუწყო და ახალგაზრდა ქალი მდგომარეობის დამძიმების გამო 20 მარტს, გვიან ღამით გარდაიცვალა. მას 5 შვილი დარჩა.

loading...
Share.