როგორ იპოვა დედამ აფხაზეთში დაკარგული შვილი 24 წლის შემდეგ – ვიდეო, რომელსაც უდიდესი ემოციის გარეშე ვერ უყურებთ, ნახეთ (ვიდეო)

0

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც დედა-შვილის შეხვედრის ძალიან ემოციურ კადრებს ასახავს. როგორც მინაწერებიდან გაირკვა, დედაშვული 24-წლიანი განშორების შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს.
“ეს არის დათო, რომელიც აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა, დადიოდა სხვადასხვა ქალაქებში, ხან სად ათევდა ღამეს და ხან სად, მამაჩემი სრულიად შემთხვევით წააწყდა ბათუმში, სადაცის უპატრონოდ იყო, წამოიყვანა და ჩვენს ოჯახში და-ძმასავით გვზრდიდა, დათო მაშინ 7-8 წლის იქნებოდა როცა მამამ იპოვა, შემდეგ ჩვენმა უშვილო ახლობლებმა იშვილეს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ეს წლები.

loading...

პარალელურად როგორც თვითონ, ისე ჩვენ ჩვენც მისი ნამდვილი ოჯახის ძებნა არასდროს არ შეგვიწყვეტია, საბოლოოდ წლების შემდეგ მოხდა სასწაული და სრულიად შემთხვევით იპოვა ნამდვილი ოჯახი, დანარჩენს თავად შეხედავთვიდეოში. “, – წერს სალომე ბუცხრიკიძე სენაკის კრონიკის მიერ, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ვიდეოს კომენტარების ველში.
სოციალურ ქსელში ბიჭის დაკარგვის სხვა ვერსიებიც ვრცელდება, თუმცაა, როგორც ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავენ, მთავარია, რომ მათ ერთმანეთი იპოვეს, წარსულს კი მნიშვნელობა აღარ აქვს.


წყარო: genews.ge

loading...
Share.