როცა 20 მდე რუსმა და ოსმა ჯარისკაცმა გაარკვია პირველი ვინ იქნებოდა – ელენე და დედამისი მაგიდებზე ძალით დააწვინეს, ის ის იყო საშინელება უნდა მომხდარიყო, რომ ხმა გავიგეთ

0

სროლების შედეგად ჩვენს სოფელში სინათლე არ იყო რამდენიმე დღე. რამდენიმე ოჯახიღა ვიყავით დარჩენილები, რომლებსაც ბოლომდე გვეგონა რომ ჩვეულებრივი სროლები იყო, როგორც ადრე ხდებოდა და მალე მთავრედებოდა.
მაგრამ ეს უკანასკნელი დიდხანს რომ გაგრძელდა უკვე პანიკამ შეგვიპყრო, ჩემი მაზლი და რძალი უკვე ორი დღის წასულები იყვნენ, მე კი მეზობლებთან ვიყავი. დაბომბვის ხმები უკვე ისე ახლოს ისმოდა რომ გარეთ გასვლისაც გვეშინოდა, რომ გავქცეულიყავით.

ააღარც საჭმელი გვქონდა და არც სასმელი. ყველაზე მეტად კი პატარა ელენეზე ვნერვიულობდი, სულ რაღაც 17 წლის ბავშვი იყო და წარმოდგენაც არ მინდოდა აქ რომ ვინმეს მოეგნო ჩვენთვის რა მოხდებოდა, ჩემს თავზეც კი აღარ ვნერვიულობდი ასე.

საღამოს საათები იყო, რამდენიმე საათით სიჩუმე ჩამოვარდა, საერთოდ აღარფრის ხმა ისმოდა. თავიდან გაგვიხარდა ყველაფერი დამთავრდაო მაგრამ გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა. მალე ნერვიულობა და წინ და უკან სიარული დავიწყეთ ყველამ, თითქოს გარეთ გახედვა გვინდოდა თან გვეშინოდა, როცა ძალიან ახლოს აფეთქების ხმა გაისმა და ყველანი ძირს დავეცით. ისეთი ძლიერი იყო კედლებმაც კი ზანზარი დაიწყეს, არადა სარდაფში ვიყავით ჩასულები. 2 წუთის ინტერვალით ფეთქდებოდა ბომბები, ცოტახანში ისევ შეწყდა ხმა და ახლა უკვე მანქანების ხმები გავიგეთ გვეგონა ჩვენები მოვიდნენ და ის ის იყო ,ელენე გარეთ უნდა გავარდნილიყო და კარი გააღო რუსულად გავიგონეთ ” – აქაც ყოფილანო” და რამდენიმე წამში 20 მდე ჯარისკაცი შემოვარდა. ამაზრზენი ოსები და რუსები იყვნენ, პირველს ელენეს დასტაცეს ხელი ვითომ ჩხრიკავდნენ და ხელეფს უფათურებდნენ შემდეგ კი ყველას. ისეთი ამაზრზენები და საზიზღრები იყვნენ გული მერეოდა და შიში მიპყრობდა მათ შემოხედვაზე. ყველანი ასე 20-27 წლამდე თუ იქნწბოდნენ, როცა ყველაზე ხნინიერი გავიდა დანარჩენებმა უფრო აიშვეს და დაიწყეს ერთმანეთში რაღაც გარჩევა… უკვე მივხვდი რაც ხდებოდა, სიკვდილი მინდოდა და არა ის რაც სულ მალე დაგვემართებოდა ყველას. ელენემ ტირილი დაიწყო, ერთ-ერთმა სილა გააწნა და კუთხეში მიაგდო და შეუერთდა დანარჩენებს. ელენეს დავუძახე მოდი აქ მალე თქო, დედამისი შოკში იყო და საერთოდ გაშეშდა, ხვდებოდა რაც უნდა მომხდარიყო. ბაბუა გარეთ გაიყვანეს და ელენეს მოჰკიდეს ხელი და შემდეგ დედამისს, არ ვანებებდი მაგრამ მაინც გამომტაცეს.

ხელები მიკანკალებდა, ყელში რაღაც მიჭედა და სუნთქვა მიჭირდა, ვეღარც ვყვიროდი, ცრემლებიც კი დამიშრა. ყურები დაგუბებული მქონდა ალბათ ვკვდები და მიხაროდა ამ საშინელებას ვერ დავინახავ თქო.

გავიგე, როგორ გადმოყარეს მაგიდებიდან ყველაფერი და ზედ დააწვინეს ელენე და დედამისი, ხელები და ფეხები გაუკავეს, და ის ჯოჯოხეთური ხმა, ქამრის გახსნის ახლაც რომ ვიძინებ სულ ყურებში ჩამესმის, არ გავიდა 1 წამი, ყურებზე ხელი ავიფარე და განწირული ხმა: “ჩქარა ქართველები მოდიანო”.
არ ვიცი ეს რა იყო, დაგუბებულ ყურებში ახლა ისე მესმოდა როგორც მანამდე არ გამიგია, თვალებიდან ყველაფერს ოქროსფერებში ვხედავდი, ყელში ბურთი უარესად გამეჩხირა და ცრემლები წამომცვივდა, ვტიროდი და ისე ვყვიროდი გვიშველეთ თქო თითქოს ოპერის მომღერალი ვყოფილიყავი. ყველანი ერთიანად გაცვივდნენ გარეთ, გავიგე რამდენიმე ავტომატის ერთდროულად გასროლის ხმა და მანქანების გრუხუნი. წამოვხტი ფეხზე, ელენე გათიშული იწვა მაგიდაზე მაგრამ იმ ნაძირლებს არაფერი ჰქონდათ დაშავებული, სახსალამათი იყო, ხელის ხლება ვერ მოასწრეს, დედამისი კი კვლავ გაშეშებული იყო და არც ის ინძრეოდა. გარეთ გავვარდი და ქართული დროშა რომ დავინახე ძირს დავეცი მიწას დავუწყე კოცნა, შემდეგ მათკენ გავიქეცი ყველას ვეხვეოდი და ხელებზე ვკოცნიდი, ბიჭები ძალიან დაღონებულები იყვნენ და ვერ მიმხვდარიყვნენ რა მოხდა. კოლონას გავყევით და სამშვიდობოს გავედით ყველა სახსალამათები.

იმ დღეს მე მეორედ დავიბადე! მე მეამაყება ჩემი ქართველი ვაჟკაცი ბიჭები, რომლებმაც არ გაგვიმეტეს ოსებისა და რუსი ღორების საჯიჯგნად! მადლობა უფლის განგებას, რომელმაც ეს ამგელოზები ჩვენთვის გამოაგზავნა. ელენეს უკვე ორი შვილი ჰყავს, დედამისმა ცოტა იავადმყოფა მაგრამ ახლა ისოც კარგად არის, ბაბუა სამწუხაროდ ომიდან 1 წელიწდში გარდაიცვალა, სიკვდილამდე კი ყოველ საღამოს ხატებთან იჩოქებდა და ყველა დაღუპულ ქართველ ჯარისკაცზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა ცათა სასუფეველი დაემკვიდრებინა მათთვის. მისი სურვილი კი ბოლო თვეს შევასრულეთ, როცა ვარდებით ხელში ძმათა სასაფლაოზე ყველას საფლავზე მივიდა და თითო ვარდთან ერთად სათითაოდ მიაგო ყველას პატივი.

Eteri Eto

Share.