“რუსთავში 1 წლის ბავშვმა სუნთქვა შეწყვიტა, მამა ყვიროდა შვილო არ მოკვდეო..” – ნახეთ პატრულმა ისეთი რამ გააკეთა რომ ყველა გაკვირვებული ვუყურებდით

0

რუს­თავ­ში, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ 2 წლამ­დე ბავ­შვი გა­და­არ­ჩი­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას “ინფო რუს­თა­ვი” ავ­რცე­ლებს. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში ჰყვე­ბი­ან, ე.წ. სტამ­ბო­ლის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, წლის და 4 თვის ბავ­შვი კრუნ­ჩხვა­ში ჩა­ვარ­და, რო­მელ­საც დრო­უ­ლი დახ­მა­რე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ აღ­მო­უ­ჩი­ნა.
“ჩემს თვალ­წინ გა­ჩერ­და მან­ქა­ნა. გად­მო­ვი­და კაცი, რო­მე­ლიც სა­ჭეს­თან იჯდა და მამა, მამა, არ მოკ­ვდეო ყვი­რო­და. მერე დედა გად­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან, ბავ­შვი ხელ­ში ეკა­ვა და ყვი­როდ­ნენ, ბაბი, ბაბი, ამო­ი­სუნ­თქეო. ხალ­ხიც მოგ­როვ­და, ხან ამო­ატ­რი­ა­ლეს ეს ბავ­შვი, ხან

რა და­ე­მარ­თა, ხან რა.

შემ­დეგ მე გა­მო­ვი­ძა­ხე სას­წრა­ფო, უფრო ადრე მო­ვი­და პატ­რუ­ლი. სას­წრა­ფომ დაგ­ვი­რე­კა სად მო­ვი­დეთ ტე­რი­ტო­რი­უ­ლა­დო და არ მოხ­ვი­დეთ, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წა­იყ­ვა­ნეს­თქო. პატ­რულ­მა ძა­ლი­ან მალე იმოქ­მე­და, არც შე­უ­ხე­დავთ რა­მის­თვის, გად­მო­ვიდ­ნენ მან­ქა­ნი­დან, ეგ­რე­ვე ჩას­ვეს ბავ­შვი და წა­იყ­ვა­ნეს. ფაქ­ტი­უ­რად პატ­რულ­მა გა­და­არ­ჩი­ნა ეს პა­ტა­რა გო­გო­ნა”, – უყ­ვე­ბა ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი “ინფო რუს­თავს”.

გო­გო­ნა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.წყარო:geoambebi.com

Share.