საზარელი შემთხვევა მოხდა – მანქანაში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მამაკაცმა ვერ მოახერხა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან თავის დაღწევა და აალებულ მანქანაში დაიწვა

0

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, ორთაჭალაში მოხდა. „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილის მძოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტროსადენის ბოძს შეეჯახა.

loading...

როგორც შსს-ში აცხადებენ , ავტომობილს ცეცხლი შეჯახებისას გაუჩნდა, მანქანაში 2 ადამიანი იმყოფებოდა. მამაკაცმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან თავის დაღწევა ვერ მოახერხა . ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

წყარო: tv4.ge

loading...
Share.