ძალიან სამწუხარო ინფორმაცია, ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 პაციენტი რომელიც ახლახანს გარდაიცვალა

0

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
როგორც ტაბულას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა უთხრა, გარდაცვლილი 68 წლის კაცია, ის ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერიდან იყო. რატიანის ინფორმაციით, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილს შეიყვანეს.

loading...

“დადასტურებული ჰქონდა კოვიდი, ჰქონდა ორმრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანიდანვე იყო ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, გემოდინამიკის რღვევით”, – თქვა რატიანმა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 851 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 702 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.
წყარო: tabula

loading...
Share.