“სამწუხარო ინფორმაცია შეზღუდვების შემოღება დაიწყეს..” – ნახეთ რა ახალი შეზღუდვები ამოქმეედება საქართველოში 19 ივლისიდან

0

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა:
– ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები.
– იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და

ჩატარების ადგილის მიუხედავად.
– 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვები იქნება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.
ცვლილებებს ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და ის ძალაში 19 ივლისიდან შევა. რეგულაციების ჩამონათვალი დროთა განმავლობაში კიდევ გაფართოვდება.

Share.