“სასიხარულო ინფორმაცია – 2 000 ლარი საჩუქრათ მათ ვინც…” – ნახეთ ვინ მიიღებს ფულად დახმარებას. რეგისტრაცია ხვალ დაიწყება

0

იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოსაწყებად დევნილთა და ეკომიგრანტთა დაცვის სააგენტო გრანტებს გადასცემს. ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ხელშემწყობ გრანტს კიდევ 100 იძულებით გადაადგილებული პირი მიიღებს.
მსურველთა განაცხადების მიღება 6 სექტემბრიდან დაიწყება.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განსახლებასთან ერთად, დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს გაუჩნდეთ საკუთარი შემოსავალი და რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული სახელმწიფოს დახმარებაზე. ამ მიმართულებით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად იზრდება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

რა სახის და ოდენობის გრანტით სარგებლობა შეუძლიათ დევნილებს – ამ კითხვაზე პასუხს “პრაიმტაიმის” მიერ მომზადებული სტატიიდან მიიღებთ:

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში რამდენიმე სახის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების პროგრამა ფუნქციონირებს.

“პრაიმტაიმი” სააგენტოს თვითდასაქმების ხელშეწყობის პროექტის შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ. როგორ უნდა გახდეთ პროგრამის ბენეფიციარი და რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ინიციატივა.

მიზანი

პროგრამის ზოგადი მიზანია, დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესება, თვითდასაქმების პერსპექტივის შექმნის გზით.

პროგრამის კონკრეტული მიზანია, დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობა მათთვის სახელობო იარაღების გადაცემის გზით. ისევე, როგორც დევნილთა და ეკომიგრანტთა შორის პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.

შედეგი

პროგრამის შედეგი პროგრამის განხორციელების შედეგად, 100 დევნილი და ეკომიგრანტი, რომელიც არის სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 2013-2020 სასწავლო წლების კურსდამთავრებული და/ან ამავე წლების, სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებული და/ან ამავე წლების, სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ სერტიფიცირებული ბენეფიციარი, პროგრამის შესაბამისად, მიიღებს სახელობო იარაღებს დამოუკიდებელი საქმიანობის წამოსაწყებად ან გასაუმჯობესებლად.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეთ.

დევნილები და ეკომიგრანტები, 2 000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე არჩევენ.

Share.