”სასულიერო პირმა როდესაც ეს მოისმინა ძალიან გაბრაზდა და გალინა კარმუშკინა სიცრუეში ამხილა” – ნახეთ რაში ამხილა მღვდელმა ბაჩალიაშვილის უკრაინელი ექსპერტი

0

ყოფილმა უშიშროების პოლკოვნიკმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალ პრაიმტაიმს ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა:
დავით ქართველიშვილი უშიშროების პოლკოვნიკია და ანალიტიკის მიმართულებით მუშაობდა. ის ამჟამად აღარაა სისტემის თანამშრომელი და სამსახურიდან დამსახურებულ პენსიაზე გასვლის შემდეგ რამდენიმე სფეროში სცადა დასაქმება. ერთ-ერთი სფერო ტურიზმი გახლავთ და ვინაიდან რუსულ ენას სრულყოფილად ფლობს, სურვილი ჰქონდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებით დაკავებულიყო, თუმცა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა.
– ტურიზმის სფეროში ჩაბმა, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. მსურდა, პოსტსაბჭოური სივრცე ამეთვისებინა. ამისთვის საჭირო იყო, სოციალური ქსელების იმ ჯგუფებში შეღწევა, რომლებიც ამ სფეროში არიან ჩაბმული და კონკრეტულად ამ სეგმენტზე მუშაობდნენ. აღმოჩნდა, რომ დახურულ ჯგუფებში აუცილებელი იყო, ვინმე იქაური, იმ ჯგუფის ავტორიტეტული წევრის რეკომენდაცია, რის შემდეგაც ადმინისტრატორი ჯგუფში დაგამატებდა.
ღია ჯგუფებში თავისუფლად შეიძლებოდა შესვლა, მაგრამ იქ ისეთი პოლიტიზებული სიტუაცია დამხვდა, რომ როცა ჩემს პროფილს თვალი გადაავლეს და ნახეს, ჩემი პოლიტიკური შეხედულებები მათსას არ ემთხვეოდა, იმ ჯგუფებში დამბლოკეს, ხოლო დახურულ ჯგუფებში არ მიმიღეს. როდესაც მიზეზი ვიკითხე, პირდაპირ მითხრეს, რომ

loading...

შენზე ინფორმაცია მოვიპოვეთ და შენი პოლიტიკური კრედო ჩვენთვის მიუღებელიაო. ჯგუფის წევრებისა დაადმინისტრატორების გვერდებს გადავხედე და მივხვდი, რომ „ნაცმოძრაობის“ ე.წ. კლასტერთან მქონდა საქმე. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ამ ჯგუფებში შეღწევა შეუძლებელი გახდა.

სიმართლე რომ გითხრათ, მოულოდნელი არც ყოფილა, იმ ჯგუფის მხრიდან, რომელიც ხელისუფლებას რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებს და ყველაზე მეტად თავადაა მათთან სიამტკბილობაში, ასეთი დამოკიდებულება დამენახა.

ეს „ნაციონალებით“ დაკომპლექტებული გიდების ჯგუფები აქტიურად მუშაობენ რუსი ტურისტების არა მარტო შემოყვანაზე საქართველოში, არამედ, ეხმარებიან მათ, ათასობით უძრავი ქონების შეძენასა და ბინადრობის უფლების მიღებაში. მათ შემოჰყავდათ ათიათასობით მოქალაქე, ეხმარებოდნენ ქონების შეძენაში და ასევე, ზოგიერთი გიდი აწვდიდა არასწორ ინფორმაციას.

მაგალითად, ქალბატონ გალინა კარმუიშკინას, რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა და საქართველოში ჯერ გიდი იყო, ახლა კი დამოუკიდებელ კრიმინალურ ექსპერტად მოგვევლინა, ერთ-ერთმა ეკლესიის მსახურმა ტაძრის დატოვება იმიტომ მოსთხოვა, რომ ტურისტებს არასწორ ინფორმაციას აწვდიდა. ეს ქალბატონი გახლავთ წარმოშობით უკრაინელი, რუსეთის მოქალაქე. ის ტურისტებს ეუბნებოდა, რომ იმყოფებოდნენ სომხური ხუროთმოძღვრების ძეგლში, რომელიც საუკუნეების შემდგომ ქართული ეკლესიის საკუთრება გახდა და რომ საქართველოში მართლმადიდებლობა შემოვიდა კიევის რუსეთიდან.

როდესაც ტაძრის მოძღვარმა ეს მოისმინა, ძალიან გაბრაზდა. ქალბატონი გალინა ამხილეს სიცრუეში და აუხსნეს ტურისტებს, რაში მდგომარეობდა სიმართლე, შემდეგ კი ზრდილობიანად სთხოვეს ტაძრის დატოვება. ეს ერთი მაგალითიც საკმარისია, რომ მიხვდეთ, რა ტიპის სამუშაოს ასრულებენ მსგავს ჯგუფებში გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი გიდები, რუსული კონტინგენტისთვის. მათი საქმიანობა არის სახელმწიფოებრივი ინტერესების მიმართ მავნებლობა და ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების ცნობიერებაში საქართველოს მიმართ დამახინჯებულ ინფორმაციას დალექავენ. ასეთი ინფორმაციის შემდეგ, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი გაიგებს, რომ თურმე რუსეთი ყოფილა ჩვენი რწმენის საფუძველი, ის იფიქრებს, რომ მათ ოკუპანტურ ქმედებებს აქვს გამართლება და აქვთ სრული უფლება, დაიბრუნონ, რაც მათ ეკუთვნით და სინდისის ქენჯნაც არ განიცადონ. სწორედ ასე მოხდა ყირიმის შემთხვევაში. ყველა რუსი ფიქრობს, თავისი ტერიტორია დაიბრუნეს. ეს ოპოზიციური ძალა პრორუსულ საქმეს აკეთებს, მიხეილ სააკაშვილის რუსულენოვანი მომხრეების დახმარებით. თავად ჩადიან მავნებლობას და შემდეგ, ლობისტების დახმარებით აბრალებენ ხელისუფლებას.

​„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა გალინა კარმუშკინას. ვთხოვეთ, გაეხსენებინა ზემოთ აღწერილი შემთხვევა.

– ეს არის სიცრუე, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საქართველოს ისტორია ძალიან კარგად ვიცი და დეზინფორმაციას არ ვეწევი. სხვა თემაზე კომენტარს კი ნებართვის გარეშე ვერ მოგცემთ. – გვითხრა მან. წყარო:ambavi.cc

loading...
Share.