სასწრაფო იმფორმაცია: საქართველოში ყოველწლიურად 700 ბავშვი კვდება, მიზეზი გაგაოგნებთ

0

ვიცი ბევრი გულქვა ადამიანი დაიწყებთ კითხვას და ბოლომდე არც წაიკითხვავთ მაგრამ მაინც დავწერ!

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “Unicef” – ის დასკვნაში მეტად საგანგაშო იმფორმაციას ვეცნობით. როგორც ირკვევა საქართველოში ყოველდღიურად 77 ათასი ბავში შიმშილობს, აქედან კი 700 ყოველწლიურად 5 წლის ასაკამდე ვერ აღწევს და იღუპება. ანუ გამოდის რომ 2012 წლიდან დღემდე 4 ათას 900 ბავშვია გარდაცვლილი.

აქ საუბარია 5 წლამდე ბავშვებზე და არა 5 წლის ზემოთ რამდენიც იღუპება შიმშილისაგან გამოწვეული ანემიით, მცირე ასაკში დაწყებულ მძიმე სამუშაოზე მიღებული დაზიანებებითა და ღრმა ასაკში სიცივის, შიმშილისა და მედიკამენტების არ ქონის გამო.

რატომ ვახსენე 2012 წელი? რადგან 2012 წელს საქართველოში არჩევნებით მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა ხალხს მრავალი დაპირება მისცა, მათ შორის იყო სიღარიბის დაძლევა, ტერიტორიების დაბრუნება, სესხები მცირე პროცენტში, ფასების მკვეთრი დაწევა პროდუქტებზე და ემიგრანტების დაბრუნებაც კი. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა, სიღარიბე გაიზარდა, კრიმინალთა მხრიდან უფრო მეტი ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს ვიდრე წანა მთავრობის დროს, გაიზარდა ფასები პროდუქტებზეც და კომუნალურებზეც, ფული იმდენად გაუფასურდა რომ დღევანდელი პენსია – 200 ლარი, ბევრად ნაკლებია 2012 წლის პენსიასთან 125 ლართან შედარებით, რადგან მაშინ იმ 125 ლარით უფრო მეტს ყიდულობდით ვიდრე ახლა. საქართველოში ემიგრანტების დაბრუნების ნაცვლად პირიქით – უფრო მეტი და მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას, იქიდან კი სულ ცუდი გვესმის, რომ ქართველებს როგორც პირუტყვს ისე ექცევიან და ამცირებენ. ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, სულ რამდენიმე დღის წინ 16 წლის ბავშვი მიაბარეს მიწას, რომელიც უკიდურეს გაჭირვებას მშენებლობაზე მძიმე შრომით ებრძოდა და დაიღუპა.

2012 წლის შემდეგ შიმშილით, ბიზნესმენების თავნებობით და უბრალო მუშათა სიცოცხლის გაუფრთხილებლობით, ციხეებიდან გამოშვებული კრიმინალების ხელით იმაზე მეტი ადამიანი მოკვდა ვიდრე იმ ავად სახსენებელი “9 წლიანი მმართველობისას”. მთელი მსოფლიო გზავნის მილიონებს, რათა სოციალური პროექტებით მოხდეს ბავშვებისთვის ელემენტარული საკვების მიწოდება, ამ ფულს კი ჩინოვნიკები ჯიბეში იდებენ ხალხს კი აშინებენ, თუ ჩუმათ არ იქნებით და ხმას ჩვენ არ მოგვცემთ სააკაშვილი ჩამოვაო.

მხოლოდ ბრმები და ფულზე გაყიდულები თუ მისცემენ ამ მთავრობას ხმას, თორემ ბავშვებისა და მოხუცების მკვლეკებს, ქართველების ქვეყნიდან გამრეკავებს და ხალხისთვის თვალებში ნაცრის შემყრელ მთავრობას როგორ დაუჭერს მხარს ნორმალური პიროვნება?

არ მინდა ვიფიქრო რომ ვინც სანდრო გირგვლიანის მკვლელობას აპროტესტებდა დღეს ბარბარე რაფალიანცის მკვლელებს იცავს, ვინც ზურაბ ჟვანის მკვლელობას აპროტესტებდა – დღეს ეროსი კიწმარიშვილის მკვლელებს იცავენ! ვინც ზურა ვაზაგაშვილის და ბუტა რობაქიძის მკვლელებს ემუქრებოდა – დღეს დათუნა სარალიძის მკვლელების დამცველ პარტიას უჭერენ მხარს! ვინც 2008 წელს ქართული სოფლების მიტაცებას აპროტესტებდნენ  – დღეს, მცოცავ ოკუპაციაზე ხმას არ იღებენ! ვინც 2012 წლამდე ქართველი ხალხის სიღარიბეზე საუბრობდა – დღეს ყოველდღიური შიმშილისთვის განწირულ 77 000 ბავშვზე ხმას არ იღებენ. რა უნდა ვთქვათ ასეთ ხალხზე? ისინი ადამიანური გრძნობებით კი არა თურმე ანგარებით აპროტესტებდნენ უსამართლობას, დღეს კი ვინც ფულს უხდის მათ, მის უსამართლობაზე თვალს ხუჭავენ! და შემდეგ ეს ხალხი ამბობს რომ ქრისტიანები და ღვთის მოშიშები არიან? ვინც საკუთარ ძმებს და დებს შიმშილით სიკვდილისთვის იმეტებენ, რათა საკუთარი თავები და შვილები ფუფუნებაში აცხოვრონ? ამას გვასწავლის ქრისტე?

ვინც ეთანხმებით გააზიარეთ, იქნებ უფრო მეტ ადამიანს აეხილოთ თვალი!

Share.