“სისხლის მიმოქცევა კიდურებში გართულებულია, განსაკუთრებით გამუქებულია ხელები…” – ნახეთ რა მდგომარეობაშია ანიტა და რას ამბობენ ინდოელი ექიმები

0

📢 ანიტას მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა.
🔹 ექიმები ებრძვიან სეფსისს და პოლიორგანულ უკმარისობას.
🔹 რადგანაც გულის ყველა ფუნქციას მხოლოდ ეკმოს აპარატი ასრულებს, სისხლის მიმოქცევა კიდურებში გართულებულია, განსაკუთრებით გამუქებულია ხელები.
გუშინ დაიწყო ახალი პრეპარატის გადასხმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ექიმების თქმით შედეგს 48 საათის შემდეგ უნდა ველოდოთ.
👉🏻 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გოგო ძალიან მოწყენილია, მაინც ეკონტაქტება მშობლებს და მოთმინებით ელოდება სასუნთქი მილისგან გათავისუფლებას.

loading...

🙏🏻 როგორც ყველა ექიმი აღნიშნავს, ანიტა საკმაოდ ძლიერი გოგოა, ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, თქვენი ერთიანობა, ლოცვა და სიყვარული მალე გამარჯვებამდე მიგვიყვანს!

ყველაფერი კარგად უნდა იყოს!

loading...
Share.