სკანდალი: რუსთავი 2-ის ხალვაშისთვის გადაფორმება და დირექტორად სალიას დანიშვნა უკანონოა – წულუკიანი შესაძლოა ციხეში მოხვდეს?

0

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შესაძლო დანაშაული. ირკვევა რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე ჯერ ძალაშიც კი არ არის შესული, თუმცა, წულუკიანმა ის მყისიერად აღასრულა და სრულიად უკანონოდ მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს. შესაბამისად, უკანონოდ დაარეგისტრირა დირექტორად მისი წარმომადგენელი სალიაც.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 18 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების ბეჭდვურ ვერსიაში ხაზგასმით არის აღნიშნული რომ „გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ძალაში მაშინ შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება“.

ანუ მინიმუმ 19 ოქტომბრამდე, რუსთავი 2-ში არაფერი უნდა შეცვლილიყო, ხოლო თუ მხარე 18 ივლისის გადაწყვეტილებას დიდ პალატაში გაასაჩივრებდა, მაშინ, მისი აღსრულება დიდი პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებამდე უნდა შეჩერებულიყო.

თუმცა, წულუკიანმა ტელეკომპანია მყისიერად მიაკუთვნა ხალვაშს და დირექტორობიდან გაათავისუფლა ნიკა გვარამია.

ეს სკანდალზე მეტია და გარდა პოლიტიკური კონტექსტისა, შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს, რომლის გამოც შესაძლოა, იუსტიციის მინისტრი ციხეშიც კი მოხვდეს.

Share.