“სული მეწვის, ნეტა ის დრო დაბრუნდეს შეყვარებულები რომ ვიყავით..” – ნახეთ ორსულობას გადაყოლილი 21 წლის გოგონას ქმარი უმძიმეს დღეშია

0

20 ივნისს გარდაცვლილი 21 წლის სოფია კვარაცხელიას მეუღლე კიდევ ერთ სულისშემძვრელ მიმართვას აქვეყნებს. მისი წერილი ამჟამადაც გარდაცვლილის “ფეისბუქ-გვერდზე” გამოქვეყნდა. ტრაგედია ქუთაისის სამშობიარო სახლ “ბომონდში” რამდენიმე დღის წინ მოხდა:
“რაც დრო გადის, უფრო და უფრო მენატრები გულო… ჩემო ხრუხუნა, მიყვარხარ. შენ ჩემი ცოლი ხარ და ეს მუდამ ასე იქნება, ჩემო პატარავ. უშენოდ თენდება და ღამდება, ეს დიდი სიმწარეა გულო, ჩემო ლამაზო… კიდევ მგონია, რომ ბებოსთან ხარ და მალე ჩამოხვალ, მაგრამ

ეს ყველაფერი რეალობა და ამას ვეღარაფერი შეცვლის. მიყვარხარ ჩემო სუნთქვავ. ნეტა თავიდან დაბრუნდებოდეს დრო, ის დრო, როცა შეყვარებულები ვიყავით გულო.ისე მეწვის ყველაფერი, მთელი სხეული, გაჭრილ ხორცზე რომ მარილი დაგიყრია. ჩემი ცხოვრების სიყვარული შენ ხარ გულო და ეს ასე იქნება, სანამ მანდ არ მოვალ, შენს გვერდით. მერე კი აღარ ვიტირებ ერთად რომ ვიქნებით… მიყვარხარ”, – დაწერა ახალგაზრდა კაცმა.

Share.