სულ მალე გვიანობამდე თავისუფლად ისეირნებთ ქუჩებში – ახლახანს ზუსტი რიცხვი დასახელდა თუ როდის გაუქმდება კომენდანტის საათი

0

სულ მალე გვიანობამდე თავისუფლად ისეირნებთ ქუჩებში – ახლახანს ზუსტი რიცხვი დასახელდა როდის გაუქმდება კომენდანტის საათი
„საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ “კომენდანტის საათის” გაგრძელება არაკანონიერი იქნება,
იმიტომ რომ გადაადგილების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს. არა მხოლოდ გადაადგილება, არამედ მთელი რიგი შეზღუდვები დაკარგავს ძალას.

loading...

შემდეგ მთავრობას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის საშუალება ექნება. კონსტიტუციით დაცული უფლებების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ დეკრეტით და არანაირი სხვა აქტით,

დეკრეტის გამოცემა კი შეიძლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, შესაბამისად “კომენდანტის საათი” 22 მაისის შემდეგ ვეღარ გაგრძელდება. ასევე გასათვალისწიენებლია, რომ თუ მთავრობა გასცემს განკარგულებას, შესაძლოა, ის 22 მაისამდეც მოიხსნას“, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
ასევე შეგახსენებთ პრემიერ მინისტრის განცხადებას:

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი. ეს შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის ის მაღალი დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, ამისთვის ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ მასთან ერთად დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია, ვმართოთ ეპიდემიური რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე და გვქონდეს შესაძლებლობა, ის შეზღუდვები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით იქნება აუცილებელი, დავაწესოთ და აღვასრულოთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

loading...
Share.