”ტაქსში ჩავჯექი და ვუთხარი ღრმაღელის მეტროსთან მინდათქო, – კაიო. ვიარეთ, ვიარეთ, მივედით და იცით რა ხდება?…”

0

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა უცნაური ისტორია გამოაქვეყნა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ტაქსში ჩავჯექი-ღრმაღელის მეტროსთან მინდა-თქო, და კაიო. ვიარეთ, ვიიაარეთ, მივედით და ვერ აჩერებს. მაგარი იწვალა და გააჩერა. ვრეკავ ქალთან, რომელსაც უნდა შევხვედროდი-მეთქი-აქა ვარ უკვე, აბა სად დგახარ.. -აქვე ვარ მეც, ვერ გხედავო. -აბა ხელი დამიქნიე, აბა აქეთ გამოიწიე და რაღაცეების მერე მძღოლმა შუბლზე მიირტყა ხელი-უი მეტრო გურამიშვილთან ვართო.
წავედით, ვიარეთ ვიიაარეთ, მივედით როგორც იქნა. ვურეკავ ისევ ამ ქალს-გავიყინეო. მეთქი მოვედიიით (გრძლად ვუთხარი რაა, საყვარლად, ვეტენები, მეშინია) -ვერა გხედავო! დიდი ხანი ვეძებეთ ერთმანეთი და ვერ ვიპოვეთ. სარაჯიშვილთან მისულა ახლა ეს მძღოლი.

loading...

გავაგრძელეთ გზა და იმ ქალს ვატყუებ, მეთქი აი დავდივარ და გეძებ, ეტყობა ცუდათ დგახარ-მეთქი…

ბოლოს მივაღწიე როგორც იქნა საოცნებო ღრმაღელემდე და ახლა ის ქალი მირეკავს-“მაპატიე ნინიკო, ახმეტელთან ამოვსულვარ, შემეშალაო”.

ბოლო სერიაში ტაქსისტი და ეს ქალი ერთმანეთს გავაცანი. ჩემის აზრით და ყველა გათვლით ბედნიერები უნდა იყვნენ ერთად…”

loading...
Share.