“ტკბილეული ამოქონდა ხოლმე, პატარა სიფრიფანა ბავშვი იყო, ძალიან ნაზი” – აი როგორ იხსენებს თამარ ბაჩალიაშვილს მეზობელი

0

23 წლის გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს მისი მეზობელი იხსენებს. როგორც ირკვევა, თამუნა მეზობლისგან წიგნებს თხოულობდა და სანაცვლოდ, ტკბილეულით უმასპინძლდებოდა ხოლმე.
„ბოლოს წიგნი ზამთარში წაიღო, „მთვარის მოტაცება“. ზუსტად ისიც აღარ მახსოვს, ამომიტანა თუ არა… ამოუტანია. ამოსვლა უყვარდა, ოღონდ უსაქმოდ არა. თუ რამე სჭირდებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში.
წიგნის სანაცვლოდ, ტკბილეულით მიმასპინძლდებოდა. ბოლოს შოკოლადიანი ბლინები გამოაცხო და ამომიტანა, დაახლოებით სამი კვირის წინ. მომეწონა, ვუთხარი კარგია, მომეწონა თამუნა-მეთქი. გაიღიმა.
პატარა სიფრიფანა ბავშვი იყო, ძალიან ნაზი. საუცხოო შეფასებები მქონდა, ძალიან კარგი…“, – ასე იხსენებს გარდაცვლილ გოგოს მისი მეზობელი, რომელსაც

loading...

ხედველობის პრობლემები აქვს.წყარო:ambavi.cc

loading...
Share.