“ულამაზესი ქალია, სამი შვილის დედა გახლავთ და როგორი ახალგაზრდაა..” – ნახეთ ვინ არის და რას საქმიანობს პარლამენტის ახალი თავმჯდომარის, კახა კუჭავას მეუღლე

0

არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის გა­დად­გო­მის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს კახა კუჭავა დაიკავებს. კუ­ჭა­ვას მეუღლე, ეროვნებით რუსი ელიზავეტა (ლიზა) ოსმენინა მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. მამა წარ­მო­შო­ბით თბი­ლი­სი­დან იყო და გო­გო­ნაც ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის ცნობილი ბლო­გე­რია და “ინ­სტაგ­რა­მის” სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ვა.კა­ხამ და ლი­ზამ ერ­თმა­ნე­თი პირ­ვე­ლად 2007 წელს თბი­ლის­ში გა­იც­ნეს. პო­ლი­ტი­კოსს მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ერთი ნახ­ვით მო­ე­წო­ნა, თუმ­ცა

მე­ო­რე შეხ­ვედ­რა ერთი წლის შემ­დეგ ქორ­წილ­ში შედ­გა. იმ ქორ­წილ­ში კახა კუ­ჭა­ვა თა­მა­და იყო, ლიზა ოს­მი­ნი­ნას მე­გო­ბა­რი კი პა­ტარ­ძა­ლი. კახა ქალს გა­მო­უ­ტყდა, რომ მალე მისი მე­უღ­ლე გახ­დე­ბო­და და ექვს თვე­ში წყვილ­მა მარ­თლაც იქორ­წი­ნა. ახლა სამ შვილს – ელე­ნეს, ნი­კო­ლოზს და ანას ზრდი­ან.
ლიზა ინ­სტაგ­რამ გვერდს mycitytbilisi მარ­თავს, სა­დაც წერს ოჯახ­ზე, ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ზე, ტრა­დი­ცი­ებ­ზე, ლე­გენ­და­რულ ქარ­თველ მომ­ღერ­ლებ­სა და მსა­ხი­ო­ბებ­ზე.
კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რებს უზ­რუნ­ველ­ყოფს, ლიზა კუ­ჭა­ვაა, რო­გორც ჩანს, მე­უღ­ლის სამ­შობ­ლო­ში 13-წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გვა­რიც ქარ­თუ­ლი აირ­ჩია.


წყარო:geoambebi.com

Share.