“ქვეყნის სამარცხვინო საკრებულოს წევრი რომელიც საქართველოს გმირ ექიმს დედაზე აგინებს!!”დატოვოს საკრებულო ამაზრზენმა საჯარო მოხელემ ერეკლე კუხიანიძემ” – აქცია თბილისში

0

თბილისის საკრებულოსთან „ქართული ოცნების“ დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია დაანონსდა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისს მსგავსი სამარცხვინო დეპუტატი არ უნდა ჰყავდეს და მას უფლებამოსილება დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეს.
“მოვითხოვთ, თბილისის საკრებულო თავისივე განცხადებით დატოვოს არამზადა და ამაზრზენმა საჯარო მოხელემ. მან შეურაცხყოფა მიაყენა თითოეული ჩვენგანისთვის საამაყო, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს. მას არც მორალური, არც პოლიტიკური და აღარც ადამიანური უფლება აღარ აქვს რომ თბილისის საკრებულოში დარჩეს,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ იდიოტები უწოდა. ასევე ცნობილია მისი პრორუსული განცხადებებიც.

loading...

კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო პროცედურის დაწყებას გეგმავს საკრებულოს ოპოზიცია.

loading...
Share.