“ქმარიც სულ დალურჯებული იყო…” – თბილისში კარანტინში ცოლ-ქმარმა ერთმანეთი სცემეს – ნახეთ რა გახდა ჩხუბის მიზეზი

0

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, თბილისში, კარანტინში მყოფმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთს სცემა.
ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, როგორც ქალს, ისე მამაკაცს, თუმცა ადგილზე პოლიცია ქალის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა და მისი მეუღლე დააკავეს.
30 წლის გ.ს-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულოსხმობს.
ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
28 წლის ქალმა ქმარს უთხრა, რომ მეგობარი მამაკაცი ჰყავს. მეუღლეებს შორის სიტყვიერი კონფლიქტი კი მალე ხეჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

loading...

დაკავებულის ახლობელი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ ნაცემია თავად მამაკაციც. მისივე თქმით, ხოლო ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის ეს პირველი შემთხვევა არ არის.

„ადრეც სულ ჩხუბობდნენ და ახლა კარანტინში სულ ერთად რომ არიან ეს დღეები, ალბათ უფრო გამწვავდა სიტუაცია. ადრე გოგომ უთხრა, რომ თითქოს შვილი რეალურად მისი არ იყო და სხვისგან ჰყავდა.

დნმ-ს ანალიზიც კი გაუკეთეს ბავშვს. გერმანიაში გააგზავნეს ექსპერტიზაზე. იქიდან მოვიდა პასუხი, რომ ბავშვი ნამვილად გ.ს-გან ჰყავდა. არ ვიცი რატომ ატყუებდა ქმარს“, – ყვება ბრალდებულის ახლობელი.

loading...
Share.