ყველა გაოგნებულია, ამას არავინ მოელოდა – ნახეთ რა თანამდებობას დაიკავებს თეა წულუკიანი

0

მეათე მოწვევის პარლამენტში ისუტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება. ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა 29 სექტემბერს დატოვა, 27 ოქტომბერს კი განაცხადა, რომ აღნიშნულ პოსტზე არ დაბრუნდება და იქნება პარლამენტში.
დავიღალეთ! საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ პარლამენტის დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ. „დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით, ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის გახსნისას სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს იმ დროს, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ეროვნული ენერგიის მობილიზება გამოწვევებთან გასამკლავებლად

„დღეს კი, ქვეყანას სხვა რამ სჭირდება. „დავიღალეთ“ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის: ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, შევარდნაძისტები, ანტიშევარდნაძისტები და ეს დღესაც გრძელდება. იმ დროს, როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება! „დავიღალეთ“ გაუთავებელი ლანძღვით, შეურაცხყოფებით, ქართული და კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით! სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს იმ დროს, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ეროვნული ენერგიის მობილიზება გამოწვევებთან გასამკლავებლად. საზოგადოების მოთმინება ამოიწურა, რამეთუ თითქმის 100 წელი გავიდა, რაც რუსეთის მე-XI არმიამ დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრო. თითქმის 30 წელია, რაც ხელახლა აღდგა დამოუკიდებლობა და დასრულდა საბჭოთა იმპერია და ვაშენებთ სახელმწიფოს. 30 წელი კი სიმწიფის ასაკია – ადამიანისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც. დროა, მოჯადოებული წრე გავარღვიოთ“, – განახცადა სალომე ზურაბიშვილმა.

Share.