”ყოველ დღე განვიცდი იმედგაცრუებას, მაგრამ ამაზე არასდროს მიწუწუნია…” – 18 წლის ბიჭმა თავი მოიკლა და სულისშემძვრელი წერილი დატოვა, ნახეთ რა ეწერა

0

პრაიმტაიმის ცნობით, ახალგაზრდა, რომელმაც სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა, 18 წლის თორნიკე ჭილაშვილია.
ჭილაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარე, მრავალპროფილური კოლეჯის სტუდენტია.
გარდაცვალებამდე ,ცოტა ხნით ადრე, მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ზუსტად გამთენიისას მზის პირველი სხივი რომ გამოანათებს მოვალ, მე მოვალ და მოგიყვებით ადამიანებზე და მათ შურზე ბოღმიან და დამპალ თვალებზე. გულის ტკივილზე მოგიყვებით, ეს ამბავი გრძელი იქნება, როგორც უკიდეგანო ზღვა, ლამაზი იქნება, როგორც ალიონი, როგორც თეთრი აიზბერგი მტკიცე და გაყინული.

მოგიყვებით იმ უგულო ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ ზიანის მოყენებას, მოგიყვებით სულის ტკივილზე რომელიც გაუსაძლისი იყო, როგორიც კუპრგადასხმული მდგმოიარე კაცი სიცხეში.

მოგიყვებით მათზეც ვისაც ეგონა, რომ ყოველთვის მართალი იყო და შეეძლო ყველანაირად გადაეყარა სხვაზე მოეკლა გული და აუღელვებლად გაეგრძელებინა გზა იმათზეც მოგიყვებით სითბო და სიყვარული რომ გააჩნდათ. ასევე იყვნენ მეგობრები, რომლებიც თან იყვნენ დ თან არა.

კითხვას ვსვამ რა არის თქვენთვის სასოწარკვეთა? რა არის თქვენთვის ტკივილი? რა არის იმედგაცრუება? იმედგაცრუებას ყოველ დღე განვიცდი, მაგრამ ამაზე არასდროს მიწუწუნია. მოგიყვებით ხალხზე, რომლებიც ისეთ სიკეთეს აკეთებდნენ, რომ მეორე წუთში ეს სიკეთე სახეზე შემოერტყათ შენთვის.

მოგიყვებით დაყვედრებულ სიყვარულზე, ადამიანებზე, რომლებსაც არ შეეძლოთ ეგრძნოთ სხვისი ტკივილი. როგორია იღვიძებდე დილით იმის იმედად, რომ მცხუნვარე მზე გინდათ დაგხვდეთ და გხვდებათ ამინდი ცივი სუსხიანი, რომელიც ძვლებში გამტვრევთ.

კიდევ სადამდე გავაგრძელო, სადამდე ვწერო, ვისი მოკითხვაც შევძელი მოვიკითხე, ხოლო თქვენ განთიადსა და მზის პირველ სხივს დაელოდეთ”- წერდა ჭილაშვილი.

შეგახსენებთ, შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მოხდა.
წყარო: ambavi.club

Share.