“შაქარაშვილი თუ ვცემე და გადავაგდე, ამირხანაშვილსაც ზედ მივაყოლებდი” – შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის სკანდალური განცხადება

0

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე წარდგენილ ბრალდებას მორაგბე არჩილ გაგნიძე კატეგორიულად არ ეთანხმება. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” მისი ადვოკატი ლექსო კობაიძემ განუცხადა.

loading...

„გაგნიძე ამ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა. ამას საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიც ადასტურებს. ჩვენ გვედავებიან, თითქოს ჩავედით იმ ადგილზე, ვცემეთ და წყალში გადავაგდეთ გარდაცვლილი.

გადაირია გაგნიძე რას მეუბნებით, იქ საერთოდ არ ჩავსულვარო. დიდი პროტესტი გამოხატა. ის ბრალს არ აღიარებს. არჩილ გაგნიძე ჰყვება, რომ არც იცოდა შაქარაშვილი რომ სცემეს. ამბობს, შაქარაშვილი თუ ვცემე და გადავაგდე, გური ამირხანაშვილს თბილისში რატომ წამოვიყვანდი, იმასაც მივაყოლებდით, რატომ დავტოვებდითო?“ – განაცხადა ადვოკატმა წყარო:pianews.site

loading...
Share.