“შემომაკვდა მიშველეთ რამეო, ქალი მოვკალიო…” – რამდენიმე წუთის წინ საშინელი ავარია მოხდა

0

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძაში. სოფელ ტოლოშის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, შუა ხნის ქალს დაეჯახა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
“ქალი ძროხას ეძებდა, ვერ დაინახა მანქანა და როგორც ჩანს, ვერც მძღოლმა შეამჩნია დროულად. დაამუხრუჭა, მაგრამ ვერ გააჩერა. შეშინებული ბიჭი ასპინძაში ჩავიდა და პოლიციას ჩაბარდა, ქალი შემომაკვდაო”, – აცხადებენ ტოლოშში.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის წესის დარღვევასგულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.
ფოტო არ ასახავს მომხდარს

Share.