“შეუძლიათ მესროლონ, ,ოღონდ შაქარაშვილის საქმე გამოიძიონ” – რა პასუხი გასცა პრიმაბალერინამ სკანდალურ ბრალდებებს

0

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში კომპანია „ასკანელი ძმების“ სახელმაც გაიჟღერა, რადგან ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მორაგბე ნიკა ჟვანია რაგბის კლუბ „ასკანელების“ მწვრთნელი გახლდათ.„მთავარი არხზე“ გაჟღერებული კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად, ნიკა ჟვანიას ნათლია არის „ძმები ასკანელების“ ერთ-ერთი მფლობელი გოჩა ჩხაიძე.
ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა კომპანია „ძმები ასკანელები“, რომლებმაც ამ საქმესთან და რაგბის კლუბ „ასკანელებთან“ კავშირი უარყვეს და ტელეკომპანია დეზინფორმაციაში ამხილეს.
გოჩა ჩხაიძე ქართველი პრიმა-ბალერინას ირმა ნიორაძის მეუღლეა, რომელსაც გავრცელებულმა ინფორმაციამ გული ძალიან ატკინა.
ჩვენი წყაროს ცნობით, ირმა ნიორაძეს დაგეგმილი ჰქონდა საკუთარი საქმიანობა მონაკოში დაესრულებინა და კარიერა საქართველოში გაეგრძელებინა, თუმცა მისი ოჯახის მიმართ გავრცელებულმა მძიმე ბრალდებებმა გადაწყვეტილება შეაცვლევინა და ის ისევ მონაკოში ბრუნდება.„პრაიმტაიმი“ პრიმა-ბალერინას დაუკავშირდა და შეეცადა, მასთან გაერკვია არის თუ არა ეს ინფორმაცია მართალი.

loading...

– ქალბატონო ირმა, გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი ოჯახის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ, გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნებაზე უარი თქვათ და კარიერა ისევ მონაკოში განაგრძოთ, მართალია?

– ხელოვანი ადამიანი ვარ და შესაბამის პასუხს გაგცემთ. ჩემს ერთ-ერთ სპექტაკლზე კოლიზეუმში იმყოფებოდა პრინცესა დაიანა, მეორე დღეს ამ არაჩვეულებრივ სპექტაკლზე საოცარი რეცენზია დაწერილა და გადმომცეს წაიკითხეო, მაგრამ იცით რა ვუპასუხე?

მე არც დადებითი რეცენზია შემიძლია წავიკითხო და არც უარყოფითი, რადგან ხელოვანი ადამიანი ვარ და ყველანაირი რეცენზია მაღელვებს.

რაც შეეხება ამ ბავშვს, გიორგი შაქარაშვილის საქმე მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. რა დამართეს ამ ბავშვს?! რით ვერ გამოიძიეს?!

ამ ფონზე ვთვლი, რომ ჩემი თემა არ არის აქტუალური. ირმა ნიორაძე არ არის ახლა განსახილველი თემა.

შეუძლიათ მესროლონ, სახეში გამილაწუნონ, დამაბულინგონ, თუნდაც მომკლან, ოღონდ ამ ბავშვის საქმე გამოიძიონ.

მე მონაკოში წავალ, კანში თუ ასკანაში, სადაც პანდემია გავატარე, საკუთარ თავს ყველგან ვიპოვი, რადგან ხელოვანი ადამიანი ვარ.

– მართლა აპირებდით საზღვარგარეთ კარიერის დასრულებას და საქართველოში გამოსვლას?

– ყველაფერი სწორია, უბრალოდ ჩემი გულისტკივილი ოჯახის წევრებთან ვთქვი, პატარაა თბილისი და ინფორმაცია გავიდა.

ჩემთვის ტკივილად დარჩება ამ ბავშვის ამბავი. ჩემი წასვლა აქტუალურად არ მიმაჩნია. მთავარია ბავშვის საქმე გამოიძიონ. იცით რას გეტყვით? სიმართლისთვის ყოველთვის ვითელებოდი.

ძალიან ცუდია რასაც ახლა ვიტყვი, რადგან ყველას შვილები გვყავს, მაგრამ დამნაშავეები სასტიკად უნდა დაისაჯონ.წყარო:tavisufleba.club

loading...
Share.