“რა მოხდა, არ ვიცი, ჩემი ბიჭი შესულა წყალში და დაიხრჩო..” – რა ტრაგედია გადაიტანა თიკა ფაცაციამ წლების წინ

0

ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია 3 წლის იყო, როცა მის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი უფროსი ძმა 9 წლის ასაკში დაიღუპა.”ეს ამბავი პიონერთა ბანაკში მოხდა. ბავშვები, რომლებსაც არ ეძინებოდათ, პიონერხელმძღვანელმა საღამო ხანს საბანაოდ წაიყვანა. ბურთი გადაუვარდათ თუ რა მოხდა, არ ვიცი, ჩემი ბიჭი შესულა წყალში და დაიხრჩო.
მაშინ თიკა 3 წლის იყო და არაფერი ახსოვს. ვისაც მსგავსი ტრაგედია შეხვდა ცხოვრებაში, მირჩევდნენ, მეორეზე გადამეტანა მთელი ყურადღება და მისთვის არაფერი მომეკლო. ჩემ გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მსგავსი უბედურება გაიარეს. ახლობელს ერთი შვილი წყალში დაეხრჩო. მისი შვილი ამბობდა,

არასდროს მიგრვძნია, რომ ოჯახში შვილი ვიყავიო. დედამისი სულ გლოვობდა, გარდაცვლილი შვილის ცხოვრებით ცხოვრობდა. ეს მაგალითები ჩემთვის საკმარისი იყო, რომ თავი ხელში ამეყვანა” – ამბობს ტელეწამყვანის დედა. თიკას კიდევ ჰყავს ერთი ძმა ლევან ფაცაცია, რომელიც კალათბურთელია. ის ქალბატონმა მანანამ მას შემდეგ გააჩინა, რაც მისი შვილი გარდაიცვალა.
წყარო:geonewest.com

Share.