”ჩემი ძმა… რას ვახალო თავი, შენმა სიკვდილმა გამანადგურა…” – ნახეთ გიორგი სუხიტაშვილს ახლახანს ძალიან ახლობელი ადამიანი გარდაეცვალა (ფოტოები)

0

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მომღერალი საკუთარი მეგობრის გარდაცვალების შესახებ წერს, რომელიც ავარიას ემსხვერპლა.
როგორც გიორგი სუხიტაშვილი ამბობს, მიშა ჯაფარიძე მისთვის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ბენდის წევრიც იყო.
„რა უნდა გამეგო ისეთი რომ გული ასე გამხეთქვოდა? ვინ უნდა წასულიყო ამ ქვეყნიდან რომ მეთქვა ჩემი გულის ნაწილი წაიღოთქო, ვინ მეიმედებოდა ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მეტად?! ვინ იყო ჩემი გამორჩეული ბიჭი! ჩემი ძმა, ჩემი მიშო! ჩემი ნიჭისა და ადამიანობის ზეიმი, შრომის, პატიოსნების, წესრიგის ,საიმედოობია და უბრალოების მაგალითი. ვის დავეყრდნო ახლა, ვის ვთხოვო დახმარება, ვინ შემიცვლის შენ თავს ჩემო დაუმსახურებლად წასულო ბიჭო, რას ვახალო თავი! იმაზე მედად რა მატკენს ახლა რაც შენი სიკვდილით დავზარალდი და გავნადგურდი?

წლების წინ ბენდს რომ ვაკეთებდი მუსიკოსებს ვეძებდი, მიშომ დამირეკა, მე ბასისტი ვარო, შევხვდი მაშინ სულ კონტრაბასზე უკრავდა, მერე ერთად ბევრი რამე ვისწავლეთ ბევრს მეკითხებოდა, მაჩვენებდა ახალ მიგნებებს ბასგიტარაზე, ახალ ჟღერადობებს, რიფებს, ღრუბელივით იყო, ყველაფერს ისრუტავდა, ეს ბიჭი თითქმის ყველგან ჩემს ზურგს ამაგრებდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! არასოდეს დედას გეფიცებით არასოდეს არაფერი არ შეშლია! იმედი არასოდეს გაუცრუებია სულ მეიმედებოდა ჩემი მიშო, სულ მირეკავდა პატარა ბავშვივით, ყველაფერს მეკითხებოდა. როგორი დაუზარელი იყო, როგორი ცოცხალი მშრომელი.

მიშო! ახლა რა ეშველება შენს ოჯახს, რა?! რა გვეშველება ჩვენ უშენოდ?!

დამირეკა მანქანა უნდა ვიყიდოვო, სულ სპორტული მანქანები ჩამომითვალა, მე ძალიან შემეშინდა რადგან არ მომეწონა ეს ახირება, არასოდეს არ ჰყოლია სწრაფი მანქანა, სულ პრიუსები ჰყავდა. მამის გარდაცვალება ძნელად გადაიტანა და მეგონა გადაუვლიდა ეს აკვიატება. ხო და ჩემი მიშო ამ მანქანამ იმსხვერპლა. ვერ ვიჯერებ ვერც ვიაზრებ? წლების მანძილზე როდესაც ბენდის შეკრებას ვიწყებდი პირველი ჩემს მიშოსთან ვრეკავდი, მიშო თუ მყავდა მთებს გადავდგამდი! მიშო თუ იყო დედას ვუტირებდი ისეთ რამეებს გავაკეთებდი. ხვალ რომ დამჭირდეს ბენდი რას ვიზავ? არაფერს მიშო აღარ მყავს ჩემი უნიჭიერესი ბიჭი!

მიშო, მიყვარხარ! ვიცი ვეღარ შეგაჩერებ, მშვიდობით…“,- წერს გიორგი სუხიტაშვილი.

Share.