”ჩემი 3 წლის შვილი წყლიდან რომ ამოვიყვანეთ სულ დალურჯებული იყო სისცოცლხის ნიშნები არ ეტყობოდა და..” – ნახეთ რატომ დაიწყო თათია შარანგიამ ტირილი პირდაპირ ეთერში

0

ტელეწამყვანი თათია შარანგიამ თავისსავე საავტორო გადაცემა „სთორიში“ ზაფხულში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, როდესაც მისი მცირეწლოვანი შვილი აუზში დახრჩობას სასწაულებრივად გადაურჩა.
„18 აგვისტოს ძალიან ცხელოდა და წავედით აუზზე. სამივე ბავშვი წყალში თამაშობდა, მე და სანდრო მათ ვხედავდით. ანდრუშას ეკეთა ძალიან დიდი საცურაო ჟილეტი, რის გამოც მშვიდად ვიყავი. მართლა ვერ ვხვდები ის ერთი წუთი სად ვიყურებოდი. აღმოჩნდა, რომ არც ტელეფონი მეჭირა ხელში, არც ყავას ვსვამდი. ერთი წუთი სადღაც გავიხედე და არანორმალური ხმა მესმის, ჩემივე შვილის, სანის, და რომ გამოვიხედე ერთადერთი, რაც შემიძლია გავიხსენო, ჩემი ხუჭუჭათმიანი 3

წლის შვილი წყლის ზედაპირზე ტივტივებდა. ეს არის რაც მახსოვს. უსიცოცხლო ამოვიყვანე, ლურჯი იყო, ცხვირი, პირი სულ ლურჯი ჰქონდა. სიცოცხლის არანაირი ნიშანწყლები არ ჰქონდა. ფეხები, ხელები, ყველაფერი ლურჯი ჰქონდა. ხალხს რომ ვთხოვდი, მიშველეთ, დამეხმარეთ, ამ სილურჯეს რომ ხედავდნენ, ხელებს მაღლა წევდნენ…

ხალხი რომ მოდიოდა, ყველას იმედი მქონდა, ყველას თვალებში ვკითხულობდი რომ მეტყოდნენ, შენი შვილი ცოცხალიაო. 30 წამი მჯეროდა, რომ მე მოვკალი ჩემი უყურადღებობით ჩემი შვილი და მე ჩემი შვილი მოვკალი მისი მამის დაბადების დღეზე. უძლური ვიყავი, არც სანდრო ჩანდა.

ერთადერთი რაც მახსოვს, მორბის ბიჭი თეთრი პერანგით, მოვიდა და უბრალოდ დაკიდა და ბავშვს სიცოცხლის ნიშანწყლები გამოუჩნდა. ლუკა მურვანიძეა, რომლის მადლობელიც ვიქნები დარჩენილი ცხოვრება. ჩემს თვალწინ ნელ-ნელა ლურჯ კიდურებს, სახეს, ნელ-ნელა დაუბრუნდა ფერი. მაშინ მივხვდი, რომ ძალიან ვყვარებივარ ღმერთს”, – განაცხადა შარანგიამ.წყარო:mtavarisiaxle.com

Share.