“ჩემს თავს ვერ ვპატიობ… სიკვდილი მინდოდა” – ნახეთ რას ვერ პატიობს თავს ლელა წურწუმია და რატომ ატირდა ინტერვიუს დროს

0

50 წლის იუბილე და 45 წელი სცენაზე – 4 ოქტომბერს ლელა წურწუმიას საიუბილეო კონცერტი გაიმართა.მომღერალი ამბობ, რომ 5 წლიდან მღერის და პროფესიისთვის ძალიან ბევრი რამის დათმობა მოუწია.
ლელა წურწუმია თავის ცხოვრებაში გადატანილ ყველაზე დიდ ტკივილს იხსენებს და აცხადებს, რომ ეს ტკივილი, სწორედ თავის პროფესიას უკავსირდება:

loading...

“ბევრი გასტროლი მქონდა, ისე მოხდა, რომ მამა რაღაც პერიოდი ვერ ვნახე. ბაქოში მივფრინავდი და ვუთხარი, მამა ხვალ გამოვალ და წასვლის წინ გნახავ-მეთქი. მოხდა ისე, რომ ვერ გავედი, მთელი დღე მამა ქუჩაში იდგა და მელოდებოდა. მეორე დღეს მამა გარდაიცვალა, ვერ ვნახე. დღემდე ვერ ვპატიობ ამას ჩემს თავს. ჩემმა დამ რომ მითხრა, მთელი დღე იდგა და გელოდებოდაო, სიკვდილი მინდოდა. რომ მოვფრინავდი, მეთქი ჩამოვარდეს ეს თვითმფრინავი. ძალიან რთულია, არ მინდა ისეთ კომპრომისებზე წასვლა, რაც ამხელა ტკივილს მოგაყენებს” – ამბობს ლელა წურწუმია.

წყარო: pirveli.online

loading...
Share.