“ჩოლოიანი ეუბნებოდა, კისერს მოგიგრეხო” – აი რა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს ლუკა სირაძის დედა, როგორ ემუქრებოდნენ ჩოლოიანი და მისი კოლეგები 15 წლის ლუკას

0

15 წლის ლუკა სირაძის დედის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ – ელიკო ჩხიტუნიძე გადაცემა „პოლიტმეტრში“ მისი შვილის დაკითხვის დეტალებს იხსენებს:
“თავიდანვე არ მომეწონა ეს გაბრაზებული ტონი. გაბრაზებით ეუბნებოდა ლუკას: ვაჟბატონო შენ არ იცი რისთვის დაგიბარეო, შენ გააფუჭე დაფა, გააფუჭე კედლები, ვიდეო მასალაც მაქვს, რომ შენ გააფუჭეო.
მას შემდეგ რაც ლუკამ გამომძიებელს უთხრა, რომ მას არაფერი დაუშავებია და დანაშაულს ვერ აღიარებდა, გამომძებელმა მას დაჟინებით მოთხოვა, ეღიარებინა სკოლის კედლების დაზიანება.

loading...

“ხმამაღლა ელაპარაკებოდა, კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის ცოტასთვის მომიგრეხია კისერი, ჩქარა ეხლა, ჩქარა აღიარე შენი დანაშაულიო. ლუკაც გაბრაზდა ხმამაღლა ელაპარაკებოდა….ცდილობდა მარიანა, რომ ეს ბავშვი გაეღიზიანებია. მდგომარეობიდან გამოყვანა. მოახერხა კიდევაც, ბავში ჭკუაზე აღარ იყო ისეთნაირად ნერვიულობდა”

დედა ასევე ყვება, რომ ლუკა სირაძეს მისი ძმითაც აშანტაჟებდნენ, რომელიც გორში სამხედრო აკადემიაში სწავლობს.

დედის თქმით, შანტაჟი იყო არა მხოლოდ მარიანა ჩოლოიანისგან, არამედ იქ მყოფი 4-5 ადამიანისგან.

“იქ მყოფი 4-5 პიროვნება, ვინც გაივლიდა და გამოივლიდა ყველა ეუბნებოდა, ჩაალაგოს შენმა ძმამ ჩემოდანი ის ურჩევნია, შენ თუ არ აღიარებ ამას, იქედან გამოგდებენ, არ იცი რა მოელის შენს ძმას” – აცხადებს სირაძის დედა.

loading...
Share.