“ცრემლებს ვერ ვიკავებ ასე ძალიან არავინ მიტირია..” – ნახეთ ზურა ხაჩიძის სულიშემძვრელი სიტყვები

0

„ფარული კონვერტი” 28 ივნისს, ეთერში განსხვავებული ფორმატით გავიდა…
გადაცემაში, „ქართული ხმების“ სოლისტის, ზურა ბაკურაძის გასახსენებლად იყვნენ: ლაშა ღლონტი, დათო არჩვაძე, გია დავითიანი ზურა ხაჩიძე, ოთო ნემსაძე, ქეთი გაბისიანი, გიორგი სუხიტაშვილი, ნანა ცინცაძე, ლევან ჩხაიძე და ციცი ფალავანდიშვილი.მომღერალი ზურა ხაჩიძე, გარდაცვლილ მეგობარს იხსენებს.
„მინდა პირველ რიგში ოჯახს მივუსამძიმრო, მეუღლეს, შვილებს, ქართული ხმების ბიჭებს,

რაჭას და სრულიად საქართველოს. ჩვენ ახლოს არ ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა შემდეგ ესტრადამ დაგვაახლოვა. ზურა იყო ძალიან ლაღი, უჭკვიანესი მუსიკოსი. მე მისგან არ მახსოვს წუწუნი. ბევრი მეგობარი დავკარგე, ბევრი კოლეგა, მაგრამ ორი-სამი დღეა ცრემლებს ვერ ვიკავებ, ღმერთია მოწმე, რომ არავინ არ მიტირია ასე ძლიერად. ახლაც ძლივს ვიკავებ ცრემლებს“, -ამბობს ზურა ხაჩიძე გადაცემაში.

„ქართული ხმების” დაუვიწყარი და გამორჩეული მეორე ხმა, 23 ივნისს, სრულიად მოულოდნელად, ტრაგიკულად გარდაიცვალა. რაჭაზე უზომოდ შეყვარებული მომღერალი, შქმერში, ხევში გადაიჩეხა.
წყარო:ambavi.club

Share.