“ცურვა არ იცოდა თუმცა გმირულად შევარდა..” – ნახეთ ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მტკვარში ჩავარდნილი 14 წლის გოგონა გადაარჩინა დახრჩობას, თვითონ კი დაიღუპა

0

თბილისში მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით მო­ზარდ გო­გო­ნას ფეხი და­უც­და და წყალ­ში გა­და­ვარ­და. ახალ­გაზ­რდა კაც­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა სცა­და – გა­და­არ­ჩი­ნა, თუმ­ცა თა­ვად ნა­პირ­ზე გა­მოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლო. გარ­დაც­ვლი­ლი შოთა ქარ­სე­ლა­ძეა. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ის რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მან ცურვა არ იცოდა.”შოთა ქარსელაძე, რომელმაც დღეს მტკვარში მოზარდი გადაარჩინა და თავად დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში…
ამ რამდენიმე კვირის წინ, როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში

გადავარდა სწორედ მან გადაარჩინა… დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე….
მშვიდად განისვენე ძმაო გოშე… გმირები არ კვდებიან ❗✊✊✊
იმედი მაქვს სახელმწიფო სათანადო პატივს მიაგებს სამოქალაქო გმირ შოთა ქარსელაძეს (გოშეს). 🖤🇬🇪🇬🇪🇬🇪” – წერს ლაშა მესხი.

Share.