“ცხედრები ძლივს ამოიცნეს” – ვინ არიან გუშინდელ საზარელ ავარიაში დაღუპული ახალგაზრდები

0

ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან, ისინი მეზობლები იყვენენ.
“სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ”, – განაცხადა ადგილობრივმა.

loading...

,,დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს სოფელ ბიაში. ზურაბ კუჭავს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, ხოლო ზვიად იოსავას – ერთი. ზვიადი არსად მუშაობდა, ხოლო ზურაბს პატარა დაფნის საამქრო ჰქონდა. დაღლილი მოსულა ზურაბი და შემსწრეებიც არიან, როგორ აძალებდა ზვიადი სადღაც წასვლას ზურაბს და მერე სულ რაღაც 10 წუთის სავალზე ეს ტრაგედია დატრიალდა. საშინელი მოსახვევია, შარშანაც 55 წლის მამაკაცი შეასკდა ხეს და გარდაიცვალა”, – ამბობს მეზობელი.

გუშინ ღამით სოფელ ბიიდან მომავალი მინივენის ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა და ორივე გარდაიცვალა.
წყარო: wnews.ge

loading...
Share.