“ძალიან სამწუხარო ამბავი, ვისაც სესხი ლარში აქ აღებული მათ საყურადღებოთ..” – ნახეთ დღეიდან ვისაც ბანკიდან ვალი ლარში აქვთ აღებული სესხი გაუძვირდა

0

დღეიდან, იმ ადამიანებს, ვისაც ბანკიდან სესხი ლარში აქვს აღებული, საპროცენტო განაკვეთი გაეზარდათ. ამის შესახებ ცოტახნის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.“მსჯელობის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთის 1% პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50%-ით განისაზღვრა. თუ ლაპარაკია, 100 000 ლარიან სესხზე, რომელიც 10 წლით იყო აღებული 12%-ად ამ

სესხის საპროცენტო განაკვეთი ახლა იქნება 13% და თვიური განსხვავება 58 ლარით უფრო მეტი იქნება გადასახდელი.
რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო პროცესია, მაგრამ შეუძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა სასწაული გააკეთოს. ის ფაქტორები, რომელიც დღეს ინფლაციაზე მოქმედებდეს არ არის ის ფაქტორები, რომელზეც გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეროვნულ ბანკს”, – განაცხადა გვენეტაძემ.

Share.