“წადით ამ ქვეყნიდან! ეს ქვეყანა ჩვენი არ არის! ნიკუშამ, ყველაზე პოზიტიურმა ადამიანმა, დღეს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე! იცით, რის გამო?…” – ნახეთ რას წერენ 23 წლის ნიკუშა ბუაძეზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

0

მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მეგობრის ძმამ, ნიკუშა ბუაძემ თავი მოიკლა. როგორც ქრისტინე წერს, ეს ოჯახის მძიმე სოციალურმა ყოფამ განაპირობა.

loading...

გარდაცვლილის ახლობლებზე დაყრდნობით ასევე ვრცელდება მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც თვითმკვლელობის მიზეზი მეგობართან უთანხმოება გახდა.

„წადით ამ ქვეყნიდან!! ეს ქვეყანა ჩვენი არ არის! ნიკუშამ, ყველაზე პოზიტიურმა ადამიანმა, დღეს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე! იცით, რის გამო?!!! იმიტომ რომ ბინა გაუყიდეს!! იმიტომ, რომ სამსახური ვერ იშოვა! იმიტომ, რომ ქირას ძლივს იხდიდა! იმიტომ, რომ თავი ტვირთად მიაჩნდა! იმიტომ, რომ უამრავი იმიტომ! იმიტომ, რომ ეს ქვეყანა გვკლავს და გვახრჩობს!!! მეზიზღებით! კიდევ რამდენი ადამიანი უნდა შეიწიროს ამ ქვეყანამ?! დიახ, ქვეყანამ!! იმიტომ, რომ არ აძლევს სუნთქვის საშუალებას ხალხს, გაჭირვების გამო ხალხი თავს იკლავს!!!!,მეზიიიზღებით!ძალიან მეზიზღებით!“,- წერს სოციალურ ქსელში ქრისტინე მარტიაშვილი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

წყარო: ambicia.ge

loading...
Share.