13 წლის ორსული გოგონა აცხადებს, რომ ბავშვის მამა 10 წლის ბიჭია

0

რუსეთში 13 წლის ორსული გოგონა დარია აცხადებს, რომ 10 წლის ბიჭი ვანია მისი შვილის მამაა. მას მშობიარობის ეშინია და გასამხნევებლად სურს, რომ ვანია მის გვერდით იყოს. ამის შესახებ Mirror წერს.
“მე მშობიარობის ძალიან მეშინია, ვფიქრობ, რომ ვინმესთან ერთად ყოფნა უფრო გამიმარტივებს მდგომარეობას”, – განაცხადა სკოლის მოსწავლემ, ორსულმა გოგონამ.
ექიმების თქმით, მედიცინის პრაქტიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ 10 წლის ვანია ბავშვის მამა იყოს. სამედიცინო პერსონალმა ბავშვის სავარაუდო მამას მშობიარობის დროს იქ ყოფნა აურძალა. მედიკოსები ფიქრობენ, რომ ამ ასაკის ბიჭისთვის მსგავსი ფაქტი მის ცხოვებაში დიდი ტრამვა იქნება.
არასრულწლოვანმა ბიჭმა სოციალურ ქსელში, სადაც 34 ათასი გამომწერი ჰყავს, პოსტი დაწერა, სადაც

loading...

ამბობს, რომ ის და 13 წლის გოგონა ღამე ერთად ხშირად რჩებდნენ. მათ 1 წელზე მეტია, რაც ურთიერთობა აქვთ და ამბობს, რომ დაშორების მიუხედავად, ბავშვს მაინც მოინახულებს ხოლმე.

პოლიციის განცხადებით, მოგვიანებით გოგონამ აღიარა, რომ ივანეს ბავშვის მამობა დააბრალა, რადგან გაუპატიურების ფაქტი დამალა. ახლა კი პოლიცია,13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტს იძიებს.წყარო:უმაგრესი საიტი reporter.ge

loading...
Share.