“23 წლის გოგო მოკლა სუსმა, გადამალა, მერე გახრწნილი გვამი დაუდო დედამისს ცხვირწინ…” – თინა მახარაძე

0

მსახიობი თინა მახარაძე, საქართველოში მიმდინარე ოვლენებს ეხმაურება, კერძოდ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პოსტს აქვეყნებს, მისი თქმით თამარი სუსმა მოკლა, გადამალა და შემდეგ მისი გვამი დედამისს დაუდო ცხვირწინ, ასევე დეა კაპანაძის ინტერვიუს, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი ორზე” გავიდა, პროპაგანდის მუშაობის შედეგს უწოდებს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

loading...

„ნახეთ ხო სუსის მიერ მოკლული ბაჩალიაშვილის „მეგობრის, დეა კაპანაძის ექსკლუზიური ინტერვიუ“ „რუსთავი ორზე“? აი, ასე მუშაობს პროპაგანდა. თამარ ბაჩალიაშვილი მოკლა სუსმა. კიდევ უთვალავი საზიზღრობა ხდება მაგ ქვეყანაში, მაგრამ ის, რომ 23 წლის გოგო მოკლა სუსმა, გააქრო, გადამალა, მერე გახრწნილი გვამი დაუდო დედამისს ცხვირწინ და უკვე მეორე თვეა, სრულიად გაუგონარი მეთოდებით ცდილობენ საქმის ჩაფარცხვას და ამაზე საზოგადოება უშველებელ დემონსტრაციებს არ აწყობს, არის უდიდესი ტრაგედია ქვეყნის აწმყოსა და მომავლისთვის“

loading...
Share.