”3-ჯერ ვცადე თავის მოკვლა, მაგრამ 5 შვილის მყავს.. ახლა ყველაფერს ვიტყვი და აღარ გავჩუმდები…” – რას ჰყვება 5 შვილის დედა მამაო ქმარზე, რომელიც ოჯახში ძალადობდა

0

ნინო გორ­გო­ში­ძე ყო­ფილ მე­უღ­ლეს და მა­მამ­თილს ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. 5 შვი­ლის დე­დამ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და, რომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეც და მა­მამ­თი­ლიც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არი­ან.
“მე ქორ­წი­ნე­ბის დღი­დან დღემ­დე ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ვარ. 5 წე­ლია გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვარ და ამ ყვე­ლა­ფერს აქამ­დე იმი­ტომ ვით­მენ­დი, რომ ჩემი მა­მამ­თი­ლი, მამა ნი­კო­ლო­ზი, ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე, მამა გი­ორ­გი ჩი­ქო­ვან­ზე მე­უბ­ნე­ბო­და და მა­ტყუ­ებ­და, რომ უმ­კურ­ნა­ლებ­დნენ და აღარ და­ლევ­და.
პატ­რი­არ­ქის­გან კურ­თხე­ვა ჰქონ­და ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს, რამ­დე­ნი­მე ხანი არ სვამ­და და ამ პე­რი­ოდ­ში ჩვენ ოჯახ­ში სიმ­შვი­დე და ჰარ­მო­ნია გვქონ­და, მაგ­რამ, რო­გორც კი მან კურ­თხე­ვა და­არ­ღვია და სმა და­ი­წყო, ისევ ყვე­ლა­ფე­რი აი­რია.
ამ­დე­ნი ხანი მე იმი­ტომ ვდუმ­დი, რომ არ მინ­დო­და ადა­მი­ა­ნებს რწმე­ნა შერ­ყე­ო­დათ. მე შე­მერ­ყა რწმე­ნა და ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სუ­ი­ცი­დი 3-ჯერ ვცა­დე. მე ვდუმ­დი, რად­გან ამ ადა­მი­ა­ნის გა­ფარ­ჩა­კე­ბა არ მინ­დო­და. ვდუმ­დი იმი­ტომ, რომ ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ჩემი 5 შვი­ლის მამა, თვი­თონ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია მისი მშობ­ლე­ბის­გან.
პრო­კუ­რა­ტუ­რას ვთხოვ გამ­ცეს პა­სუ­ხი, რა­ტომ არ არის წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე. ასე­ვე, სა­პატ­რი­არ­ქოს ვახ­სე­ნებ რჯუ­ლის 27-ე კა­ნონს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მღვდელს, რო­მე­ლიც სცემს ადა­მი­ანს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მო­ეხ­სნას სტა­ტუ­სი, მას ჯვა­რი უნდა ჰქონ­დეს აყ­რი­ლი“, – გა­ნა­ცხა­და ნინო გორ­გო­ში­ძემ.

loading...

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ნინო გორ­გო­ში­ძემ გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოც გა­მოქ­ვეყ­ნა, სა­დაც ის თა­ვის ყო­ფილ მე­უღ­ლეს, სა­სუ­ლი­ე­რო პირს, რო­მე­ლიც სვა­ნე­თის უბან­ში წმი­ნა მო­წა­მე არ­ჩი­ლი­სა და ლუ­არ­სა­ბის ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რობს, ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

[fvplayer id=”11″]
loading...
Share.