”7 თვიანი კოშმარის შემდეგ ეს დღეც დადგა, მიმატოვე და არც კი მკითხე უშენოდ როგორ ვიცხოვრებდი” – ნინი ქარსელაძეს უმძიმესი პოსტი

0

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში მძიმე პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ მამას დაბადების დღეს ულოცავს.
დღეს შენი დაბადების დღეა!!! 7 თვიანი კოშმარის შემდეგ, ეს დღეც ისე მოვიდა, თითქოს გუშინ იყო წინა წლის 28 თებერვალი, ტორთით რომ ამოვქროლდი იოსელიანზე. (ბევრი გეჩხუბე, ბევრიც მოგეფერე).
შენ ხომ ყველაზე ძალიან გიყვარდა და პატარა ბავშვივით გიხაროდა 00:00 საათზე კარზე ზარი, ჩემი ხმაურიანი შემოსვლა ტორტით, თავზე ქუდით, ბევრი შუშხუნით და ბუშტით. ხოდა დღესაც არ დავარღვიე ჩვენი ტრადიცია, 00:00 საათზე სასაფლაოზე ვიყავი და უკვე ასე მოგილოცე შენი დღე.

loading...

7 თვის წინ დამტოვე, არც მკითხე უშენოდ როგორ უნდა გამეგრძელებინა, ამ საშინლად გაბოროტებულ და დაუცველ სამყაროში ცხოვრება. ზუსტად ვიცი, რომ ბევრი წლის შემდეგ ისევ შევხვდებით უკეთეს სამყაროში და ყველაფერს მოგიყვები. იმასაც გეტყვი, რა მწარე იყო 28 წლის ასაკში ჩემი მარტო დატოვება და მიტოვება. თან თურმე იმ დროს წახვედი, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი დგებოდა ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ მაინც ძალიან დიდი მადლობა, რომ 28 წელი იყავი…
დარწმუნებული ვარ მაქედან მეტად დამიცავ და იზრუნებ ჩემზე. ხოდა ცაში, რომ ავიხედავ, ჩემთვის იქნები ყველაზე ლამაზი და კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც სულ გაანათებს ჩემს ცხოვრებას.

მამა, დაბადების დღეს გილოცავ!

მიყვარხარ!!!

loading...
Share.